ეს შანტაჟია, რომელიც
გრძელდება უკვე სამი წელია,
უკრაინაში ომის
დაწყებასთან ერთად დაიწყო
ეს შანტაჟი, - ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტის
კითხვის პასუხად
განაცხადა, რომელიც
ბრიტანეთის თემთა
პალატაში ბიძინა
ივანიშვილისთვის
სანქციების დაწესებაზე
მსჯელობას
შეეხებოდა.მთავრობის
მეთაურის თქმით, ეს
არავისთვის არის
საინტერესო და უბრალოდ
არის სამწუხარო
რეალობა.„ჯერ იყო დე-ფაქტო
სანქციები, ახლა უკვე
ფორმალური სანქციებით
მუქარა და შანტაჟი. ეს
არავისთვის არ არის
საინტერესო, უბრალოდ არის
სამწუხარო რეალობა, რასაც
ხაზი უნდა გაესვას,“-
აღნიშნა პრემიერმა.