ბიძინა ივანიშვილისთვის
სანქციების ფორმალურად
დაწესება იმას ნიშნავს, რომ
გაისროლეს ის, რისი
გასროლაც ბოლოს შეეძლოთ, –
ამის შესახებ „ქართული
ძალის“ გენერალურმა
მდივანმა, გურამ
მაჭარაშვილმა
განაცხადა.„ის უცხოური
ძალები, რომლებიც
ემსახურებიან არა
მშვიდობის შენარჩუნებას
საქართველოში, არამედ
არეულობასა და
ხელისუფლების უკანონო
გზებით შეცვლას, ბოლო
დღეებს ითვლიან და ბოლო
კუდებს იქნევენ. ბიძინა
ივანიშვილისთვის
სანქციების ფორმალურად
დაწესება იმას ნიშნავს, რომ
გაისროლეს ის, რისი
გასროლაც ბოლოს შეეძლოთ.
ივანიშვილმა არაერთხელ
აღნიშნა, რომ ფაქტობრივად
ის დასანქცირებული იყო. აშშ
სამი წლის განმავლობაში
ამბობდა, რომ „კრედიტ
სუის“-ის დავასთან
კავშირში არ იყო და საკითხი
სასამართლოს უნდა
გადაეწყვიტა. ახლა
გამოაცხადეს, რომ
ივანიშვილი სინგაპურის
საერთაშორისო
სასამართლოში მოგებულ
ფულს აშშ-ს გარეშე ვერ
წაიღებს. აღმოჩნდა, რომ
ბიძინა ივანიშვილის
ადვოკატი მართალი იყო, როცა
ამბობდა, ამ საქმეში
ამერიკული ძალები იყო
ჩარეული და ივანიშვილი
ფაქტობრივად
დასანქცირებული იყო.
ივანიშვილი პირად
ინტერესებზე მაღლა,
ყოველთვის ქვეყნის
ინტერესებს დააყენებს“,-
განაცხადა
მაჭარაშვილმა.მისივე
თქმით, „ხალხის ძალა“
ყოველთვის ამბობდა, რომ
„აშშ-ში სხვადასხვა
თანამდებობაზე
მოკალათებული უცხოური
ძალა საქართველოს
ხელისუფლებას და ბიძინა
ივანიშვილს
ებრძოდა“.„ახლა თავად
აშშ-მა დაადასტურა ის, რომ
ბიძინა ივანიშვილი
„კრედიტ სუის“-თან
დაკავშირებულ თანხებს ვერ
მიიღებს. როცა
გვეკითხებოდნენ, თუ სად
არის უცხოური ძალა, ა,
ბატონო, გამოჩნდა, თუ სად
არის უცხოური ძალა.
ივანიშვილი დაასანქცირეს,
რადგან არ დასთანხმდა
საქართველოში ომის
დაწყებას, მეორე ფრონტის
გახსნას და არეულობას.
ივანიშვილის
დასანქცირების
გადაწყვეტილებით აშშ-ის იმ
ძალებმა, რომლებიც იმედი
მაქვს, მალე სათავეში აღარ
იქნებიან, აღიარებითი
ჩვენება გააკეთეს“,-
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.