
ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
ბევრი ითქვა და დაიწერა, ჩემთვისვე გასახსენებლად მოკლედ დავწერ შემდეგს:
რამდენიმე თვე გაგრძელდება ეს ჯაყჯაყი და ბოლოს შეთანხმდებიან, რომ ომი გრძელდება, ხოლო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ევროპა იყიდის. ომი გაგრძელდება კიდევ არაერთი წელი და მისი ბოლო იქნება არა შეთანხმება, არამედ ერთი გამარჯვებული და ერთი დამარცხებული. სტრატეგიული მოცემულობაა, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია შუალედურ პოზიციაზე გარიგება. დონბასი არ არის სტრატეგიული საკითხი, სტრატეგიულია ის პერსპექტივა იქნება თუ არა უკრაინა (დონბასით ან უდონბასოდ) უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროპული მომავლის მქონე ქვეყანა. ამ საკითხზე ვერასდროს შეთანხმდებიან, სანამ ერთი მხარე ბოლომდე არ ჩამოიშლება, რამდენიმე წლის შემდეგ. ჩემი აზრით, ომი ტრამპის შემდგომი პრეზიდენტის პრეზიდენტობისას დასრულდება.
ამიტომ, დრამატული მოლოდინების გარეშე ვუყურებ ალასკურ შეხვედრებს, რომელიც ცხადია პუტინის ტაქტიკური გამარჯვება იყო და ამერიკის სირცხვილი. კაცობრიობის წინაშე დამნაშავეს წითელი ხალიჩით, სამხედრო პატივითა და ცუმპა-რამპებით არ უნდა ხვდებოდეს თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი.
მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკური მარცხია და არაუმეტეს.
სტრატეგიულია რუსეთის ეკონომიკა, მანდ არის ფრონტის მთავარი ხაზი. მოკლედ, მშვიდად ველოდები.
ამ დროს ჩვენთან რა ხდება: რუსულ ორბიტაზე ყოფნა და რეპრესიული სახელმწიფო ყოველწლიურად გაძლიერდება, სანამ ომი არ დასრულდება. დამარცხებული თუ იქნება უკრაინა, მოხდება რუსეთთან კავშირების ინსტიტუციონალიზება და ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია. უკრაინამ თუ გაიმარჯვა, ქოცები დააორგანიზებენ ლგბტ პრაიდს და მოხდება ვარლამ წიკლაურის ქამინგაუთი.