პარტია "საქართველოსთვის"
ლიდერის, გიორგი გახარიას
განცხადება პოლიტიკურ
სპექტრში შეფასების
მთავარი საგანია.პარტიის
წევრის, ბექა ლილუაშვილის
განცხადებით, ისინი
ყველაფერს აკეთებდნენ,
რათა 26 ოქტომბრის
არჩევნებს ლეგიტიმაცია არ
ჰქონოდა როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე ქვეყნის
გარეთ."ჩვენი
გადმოსახედიდან ამ
პოლიტიკურ კრიზის აქვს
სამი ფაზა - პირველი ფაზა
არის ის რომ, ამ მოპარული,
ტოტალურად გაყალბებული
არჩევნების შემდეგ, არ
ჰქონდეს არც შიდა
ლეგიტიმაცია ამ
ხელისუფლებას და არც გარე
ლეგიტიმაცია.ეს ჩვენ
ვთქვით და ჩვენი
წარმოდგენით, ეს
პოლიტიკური კრიზისი, სადაც
ხდება ამ არალეგიტიმური
ხელისუფლების პოლიტიკური
იზოლაცია უნდა მოხდეს ახალ
წლამდე. იქ პლისუს/მინუს
ერთ კვირას არ აქვს
მნიშვნელობა. ამ
კონკრეტული პირველი ფაზის
შედეგები სახეზეა. ჩვენ
ბევრი ვიმუშავეთ ყელა
მხარესთან, როგორ ქვეყნის
შიგნით, ისევე ქვეყნის
გარეთ, რომ დღეს არცერთი
დასავლური ქვეყნის
არცერთი წარმომადგენელი
არ აღიარებს მოპარულ
არჩევნებს და მოპარული
არჩევნების შედეგებს", -
განაცხადა ბექა
ლილუაშვილმა."ერთიანობა -
ძლიერი საქართველოს"
ლიდერის, გიორგი ვაშაძის
თქმით, არ იცის რა ფაზაზე
საუბრობს გიორგი გახარია
თავის
განცხადებაში.როგორც
ვაშაძე აღნიშნავს,
ოპოზიციის მთავარი
მიზანია, რომ საპროტესტო
აქციები არ შეწყდეს, რადგან
სწორედ ეს არის
გამარჯვების მთავარი
გზა."რა არის პირველი ფაზა?
არ ვიცი. არ ვიცი რას
გულისხმობს [გიორგი
გახარია]. ოპოზიციისთვის
მნიშვნელობა აქვს
აქციების განგრძობადობას,
ხალხის პროტესტს იმიტომ,
რომ ეს არის
გამარჯვებისკენ სვლის
მთავარი მაგენერირებელი ", -
განაცხადა გიორგი
ვაშაძემ.ცნობისთვის
პარტია "საქართველოსთვის"
ლიდერმა, გიორგი გახარიამ ,
ტელეკომპანია "ფორმულას"
ეთერით განაცხადა,რომ ახლა
კონცენტრირებულად
მუშაობენ რათა
ინსტიტუტების ლეგიტიმაცია
არ მოხდეს და ეს პროცესი
შტატების ახლად არჩეული
პრეზიდენტის
ინაუგურაციამდე უნდა
დასრულდეს .