მადლობა საქართველოს
მოქალაქეებს ამ უწყვეტი
მხარდაჭერისთვის. მინდა
მათ დავპირდე, რომ ჩვენი
გუნდი, ჩვენი ლიდერების
ხელმძღვანელობით
გააკეთებს ყველაფერს, რომ
მათ გულწრფელად ემსახუროს,
- განაცხადა აჭარის
მთავრობის თავმჯდომარემ
თორნიკე რიჟვაძემ
„იმედის“ დაკვეთით
„გორბის“ მიერ ჩატარებული
ეგზიტპოლის შედეგების
გამოქვეყნების
შემდეგ.„ბედნიერი ვარ, რომ
ხალხმა, მათმა სიბრძნემ,
მათმა პოზიციამ, სიმყარემ
ჩვენ ისტორიის მართალ
მხარეს კიდევ ერთხელ
დაგვაყენა“, - აღნიშნა
თორნიკე
რიჟვაძემ.ტელეკომპანია
„იმედის“ დაკვეთით,
„გორბის“ მიერ ჩატარებული
ეგზიტპოლების შედეგები
ცნობილია. ეგზიტპოლების
თანახმად, მმართველმა
პარტიამ, „ქართულმა
ოცნებამ“, 18:30 საათის
მონაცემებით 56.1 % მიიღო.
ცდომილების ზღვარი +- 2.5
პროცენტია.