
GIPA-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და იელის უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში; GIPA-ს პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და შედარებით პოლიტიკაში, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა:
დღეს 8 აგვისტოს საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ დასდო ბრალი საქართველოს 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში.
პრაქტიკულად, შეუძლებელია, უფრო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული პოზიცია გქონდეს ამ საკითხთან მიმართებაში!
ეს ყველაფერიც საკმარისია, იმისთვის, რომ ყველამ ვინც ქოცურ მშვიდობას აფასებს, მიხვდეს, რომ ზოგი მშვიდობა სინამდვილეში დამოუკიდებლობაზე უარის თქმას და მონობაში მშვიდ ცხოვრებას ნიშნავს! და ქოცური მშვიდობა ზუსტად ესაა!
თუმცა, ამის გარდა, ბევრ სხვადასხვა ჭრილშია ეს განცხადება უაზროდ და უსირცხვილოდ არასწორი.
1. შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. იურისტს არ უნდა ეშლებოდეს ეს და ჟურნალისტი არ უნდა უსწორებდეს ტერმინს … “კონფლიქტის ესკალაცია”. არც ეშლება, რომ იცოდეთ განზრახ იყენებს ამ ანტისახელმწიფოებრივ ტერმინს და საფუძველს უყრის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დარღვევასთან შეგუებას. ეს იმიტომ, რომ ო მ ს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ იწყებ.
2. სააკაშვილის რეჟიმი არ იყო საქართველო და ქართველი ხალხიო. აქაც საერთაშორისო სამართლის გაგნებაში არ უნდა იყო, რომ არ იცოდე თუ მთავრობა აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ — სწორედ ის წარმოადგენს ქვეყანას. თან ამას ამბობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ხელისუფლებაში ლეგიტიმურად ყოფნას მ ა რ თ ლ ა არ აღიარებს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა. და ასე არ იყო 2008 წელს — არ არსებობდა არცერთი ქვეყანა, არცერთი, ომელიც არ აღიარებდა იმდროინდელ მთავრობას, როგორც საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენელს.
ახლა წარმოიდგინეთ, როცა რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც აგრესორი, საქართველოს ერთიანობის დამრღვევი და ამაზე პასუხისმგებელი, უამრავი ადამიანის ძალადობრივი გზით საკუთარი საცხოვრებლიდან გამომაძევებელი და მოძალადე, შ ე ნ — საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდიხარ და ამბობ, მოიცათ ხალხო, მსოფლიოს სახელმწიფოებო, გაერო, ჩვენ ვართ დამნაშავე. ჯერ ერთი, რომ სიცრუე ეს ყველაფერი, მაგრამ აი რომც არ ყოფილიყო ხომ არის ნამდვილი ღალატი?
ფაქტიურად, ლეგიტიმურობას უკარგავ მთელ შენს საგარეო პოლიტიკას და შენ თვითონვე იჭრი მორალურ და სამართლებრივ არგუმენტს ღირსეულად დააბრუნო უსამართლოდ გამოძევებული შენი მოქალაქეები და დაიბრუნო შენი მიწაწყალი!
და რისთვის აკეთებ ამას? იმისთვის რომ 13 წლის წინ ხელისუფლებიდან წასულ ძალას ტალახი მეასედ ესროლო. ტალახი ესროლო და არც გაინტერესებდეს, რომ შენი ქვეყნის მომავალს წირავ. სიმართლისთვის მაინც აკეთებდნენ ამას — ამ დროს გამორჩენისთვის აკეთებენ. ვინმემ რომ არ კითხოს შენ რა გააკეთე? ფულის შოვნის მეტი და ვაივაგლახით და ნამუსის დაკარგვით სკამის შენარჩუნების გარდა?
3. არსებობს საკმაოდ სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც მიუთითებენ რომ რუსეთი ამზადებდა პროვოკაციას და უკვე 7 აგვისტოს, კონკრეტული სამხედრო შენაერთები შეიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე, რაც პირდაპირი აგრესიაა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით სამართლიანი თავდაცვის უფლებას გაძლევს.
ქართულ ჯარს და ჯარისკაცს თვალებში როგორ უნდა უყურებდეთ?!
PS. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი ლეგიტიმური კითხვა არსებობს, მაგრამ არცერთ ამ კითხვაზე ქოცნებას პასუხი არ აინტერესებს. ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ ასპექტს ირჩევენ ამ ომზე საუბრისას.