სიმონ ჯანაშია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხმა ამ სიტუაციის ირონია ვერც შეიგძნო, მაგრამ წარმომიდგენია რამდენი პატიოსანი ადამიანის თავში გაიელვა მაშინ ცნობილმა ფრაზამ – “გაიტანეთ”! (ვიდეო)

News.ge 10 საათი წინ 3
სიმონ ჯანაშია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხმა ამ სიტუაციის ირონია ვერც შეიგძნო, მაგრამ წარმომიდგენია რამდენი პატიოსანი ადამიანის თავში გაიელვა მაშინ ცნობილმა ფრაზამ – “გაიტანეთ”! (ვიდეო)
პროფესორი სიმონ ჯანაშია:
ელდარ შენგელაიას ფილმები ბევრი რამის გამოა დასაფასებელი, მაგრამ აქ მხოლოდ ორ მნიშვნელოვან ღირსებაზე დავწერ. პირველი დახვეწილი, ბასრი ირონიაა. მეორე, ეს ფილმები არა მხოლოდ რეალობას აღწერს, არამედ თავად გახდნენ ჩვენი რეალობის ნაწილი. დიმიტრი გელოვანი და ვაჟა ზაზაევიჩი ჩემი თაობისთვის მხოლოდ პერსონაჟები არ არიან, არამედ სააზროვნო ენის, სააზროვნო ინსტრუმენტების ნაწილი გახდნენ.
გუშინ, ელდარ შენგელაიას გასვენების წინ, პანაშვიდზე მისი ფილმები კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. სიონის ეზოში, პაპანაქებაში “შარვალ-კოსტუმებში” ჩაკვეტებულები, სახენაოპერაციები, საკუთარი კომპლექსების გადასაფარად დიდი შავი მანქანებიდან გადმოსული, საზოგადოებას მოწყვეტილი, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ მდგომი, დაცვა და მედიაშემორტყმული ოფიციალური პირები სიონის ეზოში ჩართულ ცისფერი მთების მუსიკის თანხმლებით ასრულებდნენ პოლიტიკოსების როლს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხმა ამ სიტუაციის ირონია ვერც შეიგძნო, მაგრამ წარმომიდგენია რამდენი პატიოსანი ადამიანის თავში გაიელვა მაშინ ცნობილმა ფრაზამ – “გაიტანეთ”! ეს სცენა რეჟისორის ალბათ უკანასკნელი შურისძიება იყო ჩვენ გარშემო არსებულ სიყალბესა და გროტესკულ რეალობაზე.

გაუმარჯოს და მადლობა ელდარ შენგელაიას!

სრულად წაიკითხეთ სტატია