“ახალი ტენდენციაა ინდოეთი” – ვინ (აღარ) ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში?

News.ge 16 საათი წინ 2
“ახალი ტენდენციაა ინდოეთი” – ვინ (აღარ) ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში?

კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებლის მარიამ ასათიანის ინფორმაციით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ინდოეთის მოქალაქეები სერიოზულად ინტერესდებიან.
„ახალი ტენდენციაა ინდოეთი“ – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, რომლის მთავარი თემა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მდგომარეობა და ბაზრის ტენდენციები იყო.
მარიამ ასათიანის თქმით, კვლავ მაღალია ს მოქალაქეების ინტერესი თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით.
ამასთან, RE/MAX Capital-ის დამფუძნებლის აზრით, რადგან ქვეყნის ტურიზმის სტრუქტურა იცვლება, მას მიჰყვა უძრავი ქონების ბაზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველების სეგმენტიც იცვლება.
“ტურიზმში ტენდენციაა, რომ უფრო მეტად გვყავს სტუმრები გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან, სადაც პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა. ეს ავითარებს უძრავი ქონების ბაზარსაც. ჩვენ უკვე ვხედავთ ინდოეთიდან საკმაოდ სერიოზულ ინტერესს როგორც საინვესტიციო მიზნით, პატარა ბინების შეძენის მიმართულებით, ისე აინტერესებთ ბინები დროებით საცხოვრებლად.
მოგეხსენებათ, დელიში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და რადგან საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა და შესაძლებელია, ხუთ საათში აქ იყვნენ, აქვთ ინტერესი შეიძინონ ბინები და შაბათ-კვირა აქ გაატარონ, რაც უძრავი ქონების სექტორისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობაა“, – აღნიშნა მარიამ ასათიანმა.
ვინ აღარ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას? – ჰკითხა „წერტილის“ წამყვანმა ამასთან, RE/MAX Capital-ის დამფუძნებელს, რაზედაც მარიამ ასათიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ე.წ. მიგრანტების ეფექტი ბაზარმა სრულად გაიწოვა.
„ჩვენი კომპანია ს ბაზარზე ისედაც არ მუშაობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად, ომიდან გამომდინარე ტენდენცია, რომ რუსები და უკრაინელები ყიდულობდნენ ბინებს საქართველოში, დასრულდა. ეს ორი ქვეყანა მოთხოვნაზე გავლენას ვეღარ ახდენს, მაგრამ უძრავ ქონებაზე მაღალი ფასები დარჩა“, – ამბობს მარიამ ასათიანი.

სრულად წაიკითხეთ სტატია