„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას, შსს-ს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს

News.ge 3 კვირის წინ 15
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას, შსს-ს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას, -ს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს:
– საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო მშვიდობისა უზრუნველყოფისა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს დაუყოვნებლივი და გადამჭრელი ზომები პოლიტიკური პროცესების დეესკალაცისთვის და პოლარიზაციის შესამცირებლად. პოლიტიკური მოვლენების განვითარების ინიციატივა ხელისუფლების ხელშია და სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა პროცესების მშვიდობიან და არაძალადობრივ რეჟიმში დაბრუნების მექანიზმი.
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოქალაქო პირებსა და პროფესიული საქმიანობის დროს მძიმედ დაშავებული ჟურნალისტების საქმეების ობიექტური შესწავლისკენ. საგამოძიებო და საპროცესო მოქმდებები არ უნდა აყოვნებდეს საზოგადოებრივ ინტერესს და საჭიროა, შემჭიდროვებლ ვადებში საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაზიანების სიმძიმის ადეკვატურ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის შესახებ, დამნაშავე პირების გამოვლენისა და მართლმსჯაულების წინაშე წარდგენის შესახებ. თითოეული ფაქტის გამოვლენას და დაზარალებულად ცნობის სამართლებრივი სტატუსის მიღებას კანონიერი ინტერესი გააჩნია, რათა სრულად იქნეს მორალური და მატერიალური ზიანისთვის შემდგომი იურიდიული პროცედურები წარმართული.
– პოლიტიკურ პარტიებს, შექმნან პარტიული დღის წესრიგიდან განსხვავებული პოზიცია და არ მოახდინონ პროცესების რადიკალიზაციის მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ კანონის უზენაესობის პრინციპის მიმართ ერთგულება სწორედ პარტიებისა და პოლიტიკოსების პირადი მაგალითიდან უნდა დაინახონ, რაც ამ დრომდე, არ ჩანს. პარტიების მიერ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესის შედეგია განსხვავებული აზრის მიმართ უპატივცემულობა, განსხვავებული აზრის დევნა და პიროვნების ღირსების შელახვა, რომლის შეცვლის სტრატეგია ან გაცხადებული მიზანი, არც ერთ პარტიას საქართველოში, არ აქვს. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების არიდების ვალდებულება, მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, საპარლანმენტო და არასაპარლამენტო პარტიების პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა -მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.

სრულად წაიკითხეთ სტატია