აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც დანიგანი გადადგა

Primetime.ge 1 თვე წინ 18
აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც დანიგანი გადადგა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარდგენილ ელჩს აგრემანი გადასცა."რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც რობინ დანიგანი გადადგა.თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2020-2022 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.
სრულად წაიკითხეთ სტატია