აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს, ხოლო ყველა დაკავებული მომიტინგე უნდა გათავისუფლდეს.
„ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/12/2024 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას და დამატებით სანქციებს აანონსებს
- 11/07/2024 – აშშ-ის MEGOBARI აქტი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო
- 24/05/2024 – ქართველი ხალხის აქტი სანქციებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ აშშ-ის სენატს წარედგინა