100 წლის ასაკში, აშშ-ის 39-ე
პრეზიდენტი ჯიმი კარტერი
გარდაიცვალა.კარტერმა
თავისი მეასე დაბადების
დღე 2024 წლის ოქტომბერში
აღნიშნა. მას კიბოს
დიაგნოზი ჰქონდა და,
წელიწადზე მეტი,
პალიატიური ზრუნვის
პირობებში იყო.კარტერის
პოლიტიკური კარიერა 1962 წელს
დაიწყო, როდესაც იგი
ჯორჯიის შტატის სენატორად
აირჩიეს. ის ასევე აშშ-ის
სამხედრო-საზღვაო ძალების
ვეტერანი და ჯორჯიის
შტატის გუბერნატორი
იყო.კარტერის
ადმინისტრაციის მიღწევებს
შორისაა კემპ დევიდის
შეთანხმება, ისრაელსა და
ეგვიპტეს შორის
სამშვიდობო ხელშეკრულების
გაფორმება. კარტერმა ასევე
შექმნა განათლებისა და
ენერგიის დეპარტამენტები.
თუმცა, მოსახლეობა
უკმაყოფილო იყო მისი
ეკონომიკური პოლიტიკისა
და აშშ-ირანის მძევლების
კრიზისის გამო, რის
შემდეგაც კარტერი მეორე
ვადით აღარ აურჩევიათ.1981
წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში კარტერი
რესპუბლიკელმა რონალდ
რეიგანმა დაამარცხა.
პრეზიდენტის ოფისის
დატოვების შემდეგ, ის
ორიენტირებული იყო
საერთაშორისო
ურთიერთობებსა და
ადამიანის უფლებებზე, რის
შემდეგაც 2002 წელს მშვიდობის
დარგში ნობელის პრემია
მიიღო.