აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის ლევან
მგალობლიშვილის
ხელმძღვანელობით
აფხაზეთის მთავრობის
მორიგი სხდომა
გაიმართა.სხდომაზე
მინისტრთა კაბინეტის
წევრებმა მომავალი წლის
ბიუჯეტით
გათვალისწინებული გეგმები
განიხილეს.„მთავრობის
სხდომის ფორმატში, დღეს
მინისტრთა კაბინეტის
წევრებთან მომავალი წლის
გეგმებზე ვიმსჯელეთ.
ჩემთვის
უმნიშვნელოვანესია, რომ 2025
წელს აფხაზეთის მთავრობის
ბიუჯეტი მაქსიმალურად
გამჭვირვალე და
ორიენტირებული იყოს
დევნილთა საჭიროებებზე.
განხორციელებული
სამუშაოების შესაბამისად
კი წლის ბოლოს გვქონდეს
ხელშესახები შედეგები“, -
განაცხადა ლევან
მგალობლიშვილმა.ინფორმაციას
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
პრესსამსახური ავრცელებს.