არცერთი დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, მსგავს მოწოდებას ადგილი არ ჰქონია... ცარიელ კარს პროპაგანდისთვის ამტვრევს - ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 36
არცერთი დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, მსგავს მოწოდებას ადგილი არ ჰქონია... ცარიელ კარს პროპაგანდისთვის ამტვრევს - ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. "2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა. და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე.პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოსგან რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია, ხოლო განცხადება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება."ფინანსურ სანქციებს დღემდე შეერთებულია საქართველო და არავინ არ ითხოვდა საქართველოსგან პირდაპირი სანქციების დაწესებას, რომელიც შეეხებოდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკის სავაჭრო კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. მსგავსი განცხადება არ ყოფილა არცერთი დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, მსგავსი ტიპის მოწოდებას უბრალოდ, ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, ახლა ცარიელ კარს პროპაგანდისთვის ამტვრევს," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, თითქოს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოსი მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა."ეს არის სამარცხვინო, როცა ხელისუფლება საუბრობს, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში, განსაკუთრებით, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების, სახელმწიფოების ინტერესში არ არის, რომ აქ ფრიალებდეს რუსული დროშა, 100%-ით ვარ დარწმუნებული," - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია