არჩილ კოჭლამაზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

Civil Georgia 1 კვირა წინ 14
არჩილ კოჭლამაზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 27 მაისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარმოდგენილი არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად, 89 ხმით დაუჭირა.

კოჭლამაზაშვილი ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს სასამართლო და მართლმსაჯულების ადმინისტრირების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2006 წლიდან 2011 წლამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მანდატურად მუშაობდა. 2011 წლიდან 2015 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატური იყო. მოგვიანებით, იუტიციის  უმაღლეს  საბჭოში სამოსამართლო  ეთიკის  დეპარტამენტის  სისხლის  სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობას იკავებდა. 2020  წლის  მარტიდან, 2020 წლის პირველ დეკემბრამდე იგი იუტიციის  უმაღლეს  საბჭოს მოსამართლის  საქმიანობის  შეფასების  მართვის  დეპარტამენტის კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 3 წლის ვადით.

კოჭლამაზაშვილის გამწესება უზენაეს სასამართლოში სასამართლო დანიშვნების გამჭვირვალობისა და საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე მოხდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია