პარლამენტში შექმნილ
დროებით საგამოძიებო
კომისიასთან დაკავშირებით
იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე არჩილ
გორდულაძემ კომენტარი
გააკეთა. როგორც დეპუტატმა
განაცხადა,
მნიშვნელოვანია, რომ
საზოგადოებამ ნახოს ყველა
ის ფაქტი, რაც წინა
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა ჩვენი
ქვეყნის საწინააღმდეგოდ
გააკეთეს.„უმნიშვნელოვანესია,
რომ ამ ძალას, რომელიც
ბობოქრობდა ჩვენს
ქვეყანაში, თავისი სახელი
დაერქვას, მათ შორის
სამართლებრივ დონეზე,და
კიდევ ერთხელ
საზოგადოებამ ნახოს ყველა
ის ფაქტი რომელიც მათ შორის
ჩვენი ქვეყნის
საწინააღმდეგო და სამტროდ
აქვთ გაკეთებული ამ
ადამიანებს, თუმცა
ყველაფერს ამბობდნენ, რომ
თითქოს დემოკრატიულ
ქვეყანას აშენებდნენ“, -
აცხადებს გორდულაძე.„2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირთა
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია, „ნაციონალური
მოძრაობის მიერ ჩადენილ
სავარაუდო დანაშაულებზე
მოკვლევასა და ფაქტების
შეგროვებას ორშაბათიდან
განაახლებს.