საგამოძიებო კომისიაში
მოთხრობილი ხაზს უსვამს,
რომ ავანტიურა სამწუხაროდ
ჩაფიქრებული ჰქონდათ
„ნაციონალური მოძრაობის“
წევრებს და მათ ბელადს,
მიხეილ სააკაშვილს
გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე
ეს 2008 წელი იყო, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე არჩილ
გორდულაძემ, დროებით
საგამოძიებო კომისაში
მიხეილ ქარელის მიერ
მონათხრობზე საუბრისას,
რომელიც 2008 წლის ომს და
„ნაციონალური მოძრაობის“
მიერ ჩადენილ დანაშაულებს
ეხებოდა.როგორც
გორდულაძემ აღნიშნა, დღეს
და გუშინ ძალიან
საინტერესო და
ამავდროულად შემზარავი
ინფორმაცია მიეწოდა
საგამოძიებო კომისიას და
საზოგადოებას
„ნაციონალური მოძრაობის“
საქმიანობასთან
დაკავშირებით.„საზოგადოებამ
იხილა, რომ ჩვენს ქვეყანაში
მოქმედებდა რეჟიმი,
რომელიც დაკავებული იყო
როგორც ქონების
ჩამორთმევით, ადამიანების
ღირსების შელახვით, არა
მხოლოდ საპატიმროებში,
არამედ საპატიმროების
გარეთაც და ამავდროულად,
მათ ჩაიდინეს უდიდესი
დანაშაული ჩვენი ქვეყნის
წინაშე. მაგალითად დღეს
ბატონმა მიხეილ ქარელმა
ისაუბრა იმასთან
დაკავშირებით, რომ არა თუ 2008
წელს, არამედ 2004 წელსაც კი
ზაფხულამდე მიმდინარე
პერიოდში „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრების და
პირადად მიხეილ
სააკაშვილის ინიციატივით,
ადამიანებმა განათავსეს
სამხედროები რეგიონში,
რომელიც ახლა
ოკუპირებულია და მაშინაც
სეპარატისტების მიერ იყო
მართული, რამაც საბოლოო
ჯამში, მიგვიყვანა
ესკალაციამდე. ჩვენ
გვახსოვს, საქართველოს
მაშინდელი პოლიციის
წარმომადგენლები,
შესაბამისი პირები, როგორ
აიყვანეს ტყვედ და როგორ
ჩამოატარეს ცხინვალში. ეს
ყველაფერი საზოგადოებას
არ დაგვიწყია. დასახელდა
კიდევ და კიდე ზურაბ
ჟვანიას სახელი და გვარი,
რომელმაც პირადი
ჩართულობით უზრუნველყო,
რომ კიდევ უფრო მეტად არ
მომხდარიყო ესკალაცია და
არ მომხდარა იყო ის შედეგი,
რომელიც ჩვენს ქვეყანაში
დადგა 2008 წელს. ეს ყველაფერი
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
იმას, რომ ავანტიურა
სამწუხაროდ ჩაფიქრებული
ჰქონდათ „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრებს, მათ
ბელადს, ლიდერს მიხეილ
სააკაშვილის სახით,
გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე
ეს 2008 წელი იყო“, - აღნიშნა
გორდულაძემ.გორდულაძემ
ისაუბრა იმაზეც, რომ ის
ახალგაზრდები, რომლებიც
ამბობენ, რომ არ ახსოვთ
„ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის პერიოდი,
უნდა დასხდნენ და უყურონ ამ
საგამოძიებო კომისიის
მუშაობას და ნახონ
„ნაციონალური მოძრაობის“
რეჟიმის ნამდვილი სახე.„ის
ახალგაზრდები, რომლებიც
ასე ნიშნის მოგებით,
ქილიკით ამბობენ, რომ იცით
მე რამდენი წლის ვიყავი 2012
წელს? ახლა კეთილი ინებონ
და მოისმინონ იმ
ადამიანების შესახებ
ინფორმაცია, ნაამბობი
საკუთარ თავზე,
მონათხრობები, რომლებმაც
დაკარგეს აბსოლუტურად
ყველაფერი. რომელთა
ღირსებაც ფეხქვეშ იყო
გათელილი და ასევე
მოისმინონ როგორ
ავანტიურას სჩადიოდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“
წარმომადგენლები, რომელიც
მიმართული იყო ჩვენი
ქვეყნის ინტერესების
პირდაპირ საწინააღმდეგოდ.
ახლა ხომ მაინც აღარ
იტყვიან, რომ იცით რა, მე
არაფერი მახსოვსო. ჩვენც არ
გვახსოვს ვინ იყვნენ
ნაცისტები და ფაშისტები,
მეც დაბადებული ვარ
თავისუფალ, დამოუკიდებელ
საქართველოში და წესით, მეც
არ მახსოვს კომუნისტური
რეჟიმიროგორი იყო
საქართველოში და ახლა რა
გავაკეთოთ?! მაგალითად მე
რა ვქნა? დავიწყო საუბარი,
რომ საერთო დაბადებულიც კი
არ ვიყავი კომუნისტების
დროს და კომუნისტები არ
არსებობდნენ მეთქი?! ამ
ყველაფერს აჯერებენ
სამწუხაროდ ახალგაზრდებს
და ახალგაზრდებიც
იჯერებენ“,- განაცხადა
გორდულაძემ.მანვე აღნიშნა,
რომ კომისიის შედეგები
საბოლოო ჯამში იქნება
დამოკიდებული კომისიის
დასკვნაზე, რომელიც ყველა
შესაბამის რელევანტურ
სახელმწიფო ორგანოს
გაეგზავნება და შემდეგ
ისინი თავიანთი
კომპეტენციით მიიღებენ
შესაბამის
გადაწყვეტილებებს.