არჩილ გორდულაძე: იდეოლოგიურად მიწასთან გასწორებული ადამიანები მოქალაქეებს სახლში, სამუშაო სივრცეში უცვივდებიან. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ელჩებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში შუღლის შემოტანას

Primetime.ge 7 საათი წინ 24
არჩილ გორდულაძე: იდეოლოგიურად მიწასთან გასწორებული ადამიანები მოქალაქეებს სახლში, სამუშაო სივრცეში უცვივდებიან. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ელჩებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში შუღლის შემოტანას
 იდეოლოგიურად მიწასთან გასწორებული ადამიანები გამოირჩევიან შეურაცხყოფებით, ადამიანებს სახლში, სამუშაო სივრცეში უცვივდებიან და აყენებენ უდიდეს შეურაცხყოფას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.ამ კომენტარით უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას.„ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება იმ ელჩებს, ე.წ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი უმოქმედობით, თავისმიერვე დაფინანსებული ადამიანების გვერდში დგანან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში შუღლის შემოტანას, არეულობის მოწყობის მცდელობას და ახალისებენ იმ მავნებლობას, რომელიც ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე“, - აცხადებს გორდულაძე.კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.შენობასთან მისული აქტივისტები, შტაბში მყოფი პარტიის წევრებისა თუ მხარდამჭერების მისამართით სიძულვილის ენას იყენებდნენ და აგინებდნენ. დაუპირისპირდნენ ოფისში მომუშავეებს და მხარდამჭერ მოქალაქეებს, რაც მალევე ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად დაშავდა ორი ჟურნალისტი.
სრულად წაიკითხეთ სტატია