ბათუმში, მატარებლის
დაჯახების შედეგად
დაღუპული 13 წლის დათუნა
დუმბაძის შესახებ სკოლა
ინფორმაციას
ავრცელებს:„არსებობს
მომენტები, როცა სიტყვა
უძლურია... როცა გტკივა და
საშველს ვერ პოულობ... ჩვენი
კედლები ახლა ამ განცდითაა
გაჟღენთილი... „ევრო 2000“
ჭირისუფალია და პატივს
მიაგებს პატარა დათუნას
ხსოვნას. 10 აპრილს სკოლაში
არ დაირეკება ზარი; 11 და 12
აპრილს სკოლის ფოიეში
გახსნილი იქნება
მოგონებების წიგნი,
რომელშიც ნებისმიერ
მსურველს შეუძლია ჩაწეროს
მოგონებები; შაბათს, 12
აპრილს, 12 საათზე დაირეკება
გაბმული ზარი“, - ნათქვამია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.ცნობისთვის,
შემთხვევა 8 აპრილს
მოხდა. საქართველოს
რკინიგზის ინფორმაციით,
არასრულწლოვანი ადგილზე
გარდაიცვალა. მატარებელი
ბაქანთან მიდიოდა,
რომელსაც ბათუმი-ქუთაისის
რეისი უნდა შეესრულებინა.