მეტეოროლოგი, კობა
ფარტენაძე ამინდის
განახლებულ პროგნოზზე
წერს: ზაფხულის მიწურულს,
ამინდი სულ უფრო და უფრო
ემსგავსება შემოდგომის
დასაწყისს, თუმცა როგორც
ხდება ხოლმე ბოლო წლებში
სექტემბერი აგვისტოს
მსგავსია. მომდევნო თვის
ამინდის ანალიზზე შემდეგ
დღეებში ვისაუბრებ, მანამ
კი გეტყვით, რომ - მომდევნო 3
დღის განმავლობაში
საქართველოში ამინდი
არასტაბილური იქნება, ხვალ
და ზეგ მოიღრუბლება
დროდადრო და ზოგან მცირე
წვიმაა შესაძლებელი, 21
აგვისტოს კი მთელს
ქვეყანაში გაავდრდება და
იწვიმებს.22 აგვისტოდან -
ცხელი და მზიანი ამინდი
კვლავ დაბრუნდება, თუმცა
ღამით ტემპერატურა უფრო
კომფორტული გახდება,
ზღვაზე გარუჯვის ამინდი
კვლავ გაგრძელდება და
მთაშიც თამამად შეგიძლიათ
დაისვენოთ. ფერიცვალებას
გილოცავთ",-წერს
მეტეოროლოგი.