ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2025 წლის რთველის პროცესში დამატებითი ცხელი ხაზი ამოქმედდება

Primetime.ge 2 საათი წინ 4
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2025 წლის რთველის პროცესში დამატებითი ცხელი ხაზი ამოქმედდება
2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.„სახელმწიფო აგრძელებს მევენახე ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით. რთველის დაწყებისთანავე ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების შეკითხვებსა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება. დამატებითი ცხელი ხაზი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს; შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია