ეს მეტყველებს იმაზე, რომ
ის ევროპელები, რომლებიც
მას მფარველობენ და მის
ციხიდან დახსნას, ისინი
არიან ამ მორალის და
მენტალიტეტის
მატარებლები, - ასე
გამოეხმაურა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, მიხეილ
სააკაშვილის განცხადებას,
რომელმაც აღნიშნა, რომ
„ვიდრე ხალხი სელფს არ
გადაიღებს ივანიშვილის
ზვიგენის აკვარიუმის
ფონზე და არ დაათვალიერებს
ისე, როგორც სირიელმა
ხალხმა დაათვალიერა
ასადის სასახლე,
თავისუფალი არჩევნები არ
იქნება“.შალვა
პაპუაშვილის თქმით,
არსებობენ ევროპელი
პოლიტიკოსები და ლიდერები,
რომლებიც მიხეილ
სააკაშვილის
გასათავისუფლებლად
ყველაფერზე მიდიან, რადგან
ისინი მასთან ვალში
არიან.„შეგახსენებთ, რომ
დიდი თხოვნის შემდეგ
საქართველოს მთავრობამ
თავის დროზე, მათ შორის
პოლონეთის
ხელისუფლებისგან,
ევროკავშირის
წარმომადგენლებისგან
ბევრი თხოვნის შემდეგ,
დაუშვა ექიმები მიხეილ
სააკაშვილთან და გახსოვთ
თქვენ, რომ პოლონეთის
პრემიერთან არსებული
ექიმების სპეციალური
ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც
აღმოჩნდა
სპეცდანიშნულების ექიმთა
ჯგუფი, რომლებსაც ფარულად
გაჰქონდათ მასალები,
ანალიზები მისი საკნიდან.
რაც იყო გაუგონარი რამ. ასე
ზურგში დანას, რომ
ჩაგარტყამს ხალხი,
რომელსაც ენდობი,
პოლონეთის ხელისუფლების
წარმომადგენლებს და
ევროკავშირის
წარმომადგენლებს და ჩანდა
კიდევაც, რომ იყო მცდელობა
საქართველოსთვის მოეწყოთ
რაღაც ინციდენტი, ყოველ
შემთხვევაში ჩანდა, რომ
ამას კეთილსინდისიერად
არავინ
აკეთებდა.შეგახსენებთ, მის
ყოფნას სხვადასხვა
მიმართვაში და
რეზოლუციაში. და ეს
გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ
ჩვენ როცა ვსაუბრობთ
სხვადასხვა დედაქალაქებზე
ევროპაში, იქ ყველა
დედაქალაქიდან ქართველი
ხალხის მიმართ
კეთილსინდისიერი ზრახვები
არ არსებობს. ამიტომაც
ვამბობდით, ის ვინც
სააკაშვილის მფარველი და
მეგობარია, ის აპრიორი
დეფინიციითვე ვერ იქნება
საქართველოს მეგობარი.
ამიტომ ჩამოწერეთ სია ვინც
ამბობდა „free Misha“, საუბრობდა
მის მოწამვლაზე და ა. შ. უნდა
გვახსოვდეს, რომ არსებობენ
ისეთი ადამიანები,
პოლიტიკოსები, ლიდერები,
ვისთვისაც ქართველი ხალხი
არაფერს წარმოადგენს.
მათთვის მთავარი არის
მიხეილ სააკაშვილის
მფარველობა, რომელსაც
თავის დროზე ისეთი
საქმეები აკეთებინეს, რომ
ვალში არიან მასთან და
საკუთარი აგენტის დახსნა
უნდათ ციხიდან“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.