არავის აქვს რაიმე საბუთი,
რომლის მიხედვითაც შსს-ს
წარმომადგენლები აქციების
დროს არასტანდარტულ
საშუალებებს იყენებდნენ,
ინტოქსიკაცია, ცრემლდენა
და სხვა სიმპტომები
ბუნებრივი თანმხლები
პროცესია, – ამის შესახებ
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მინისტრმა, მიხეილ
სარჯველაძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.სარჯველაძეს
კითხვა დაუსვეს შსს-ს მიერ
მიმდინარე აქციების დროს
მომიტინგეების დასაშლელად
ცრემლსადენი გაზისა და
წიწაკის სპრეის
გამოყენების
უსაფრთხოებაზე.„არავის
აქვს რაიმე საბუთი, რომლის
მიხედვითაც შსს-ს
წარმომადგენლები აქციების
დროს იყენებდნენ
არასტანდარტულ
საშუალებებს ან ისეთ რამეს,
რომელიც არ არის დაშვებული
და გამართლებული
კონვენციებით, ჩვენი
ქვეყნის კანონმდებლობით.
აქედან გამომდინარე, უფრო
სერიოზულად ამ საკითხის
განხილვა არ არის საჭირო.
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი
ქვეყნის კანონის,
კანონმდებლობის,
საერთაშორისო
სტანდარტებითა და
კონვენციებით, მათ შორის
სტრასბურგის ადამიანის
უფლებათა ევროპული
სასამართლოს
იურისპრუდენციის
ზედმიწევნით დაცვით. ეს
არის ცრემლსადენი
კაფსულები თუ წიწაკის
სპრეის საშუალებები,
რომელიც ნებადართულია
მართლსაწინააღმდეგო
მიტინგის დასაშლელად.
ინტოქსიკაცია, ცრემლდენა
და სხვა სიმპტომები
ბუნებრივი თანმხლები
პროცესია“, – განაცხადა
მიხეილ სარჯველაძემ.