არავინ დაიჯერებს, რომ პარტია, რომელსაც გაუჩნდება შანსი, დანიშნოს თავისი პრემიერი, უარს იტყვის ამ პრივილეგიაზე, ეს არის არა ქარტია, არამედ მკვდრად დაბადებული დოკუმენტი - რაქვიაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 61
არავინ დაიჯერებს, რომ პარტია, რომელსაც გაუჩნდება შანსი, დანიშნოს თავისი პრემიერი, უარს იტყვის ამ პრივილეგიაზე, ეს არის არა ქარტია, არამედ მკვდრად დაბადებული დოკუმენტი - რაქვიაშვილი
ეს არის არა ქარტია, არამედ მკვდრად დაბადებული დოკუმენტი. ამ ქვეყანაში არავინ დაიჯერებს, რომ რომელიმე პარტია, რომელსაც გაუჩნდება შანსი, დანიშნოს თავისი პრემიერ-მინისტრი, უარს იტყვის ამ პრივილეგიაზე და გადააბარებს ამას ვიღაც ტექნიკურ ტიპს, რომელსაც პრეზიდენტი აირჩევს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი სასაცილოდ გამოიყურება. რაქვიაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ქარტიას სერიოზულად არავინ უყურებს.„მთელი პოლიტიკის არსი იმაზეა, რომ ძალაუფლება მოიპოვო. საარჩევნო კამპანიაში პარტიები ერთმანეთს ლამის კლავენ იმისთვის, რომ შემდეგ უარი თქვან ამ ძალაუფლებაზე? იმდენად სასაცილოა, არავინ არასდროს დაიჯერებს, რომ ეს შესრულდება. უფრო მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქცევა ტრაგი-კომიკურ სპექტრად, როგორც „ლელო“-გახარიების გაერთიანება და პრეზიდენტის წინა ინიციატივები. რომც დავუშვათ, რომ ახლა არ იჩხუბეს ამ თემაზე, მაინც არ შესრულდება ეს შეთანხმება, არჩევნების შემდეგ თუ ოპოზიცია მოიგებს.შეუძლებელია, პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწიეობას, წინასწარ უარს აცხადებდეს ძალაუფლებაზე. ანუ, რა უნდა პოლიტიკაში? რა უნდა პარლამენტში? წავიდეს სახლში, დაისვენოს. ყველა პარტია, ვინც ამას დაეთანხმება შინაარსობრივად, ან მატყუარაა, რადგან ამას არ შეასრულებს, ან უბრალოდ პოლიტიკაში არაფერი იცის და მითუმეტეს, არაფერი ესაქმება პარლამენტში.ქარტია არაფერს არ გამოიწვევს, არავინ სერიოზულად არ უყურებს. „ჰაიპი“ აიწია, ყველა აწერს და ჩვენც ვაწერთო. მარტო ჩვენ გვეყო გამბედაობა, ჯერ წაგვეკითხა და შემდეგ პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ყველა გაიქცა, მოაწერა ხელი და შემდეგ ფიქრობდნენ, რას მოვაწერეთ ხელიო, რა შარში გავეხვიეთო. ყველა ბედნიერი იყო, ვიდრე დავიწყებული იყო ეს ქარტია და ახლა პრეზიდენტს გაახსენდა, მე უნდა დავნიშნო პრემიერიო. ახლა წავიდნენ და იწვალონ ამ ყველაფრით“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.
სრულად წაიკითხეთ სტატია