არ შეიძლება NGO-ები და მათი
დაფინანსება იყოს
გამოყენებული, როგორც
ქვეყანაში პოლიტიკური
ინტერვენციის მექანიზმი,
შესაბამისად, ბუნებრივია,
"ფარას" ზუსტი ანალოგი
კანონის მიღებას
საქართველოში არავითარი
ალტერნატივა არ აქვს - ამის
შესახებ
პრემიერ-მინისტრმა
ჟურნალისტებს სოფელ
შრომაში განუცხადა.მისივე
თქმით, იმ პირობებში, როცა
აშშ-ის მოქმედმა
ხელისუფლებამ აღიარა, რომ
კონკრეტული მექანიზმები,
მათ შორის, USAID, NED და სხვა
მექანიზმები
გამოიყენებოდა სხვადასხვა
ქვეყანასა და მათ შორის,
საქართველოში ვითარების
ასარევად, NGO-ების
გამჭვირვალობას
ალტერნატივა არ
აქვს."აშშ-ის მოქმედმა
ხელისუფლებამ აღიარა, რომ
კონკრეტული მექანიზმები,
მათ შორის, USAID, NED და სხვა
მექანიზმები
გამოიყენებოდა სხვადასხვა
ქვეყანაში, მათ შორის,
საქართველოში ვითარების
ასარევად. ასეთ პირობებში,
მითუმეტეს, ალტერნატივა არ
აქვს NGO-ების
გამჭვირვალობას, არ
შეიძლება NGO-ები და მათი
დაფინანსება იყოს
გამოყენებული, როგორც
ქვეყანაში პოლიტიკური
ინტერვენციის მექანიზმი.
შესაბამისად, ბუნებრივია,
ამ კანონის მიღებას
არავითარი ალტერნატივა არ
აქვს", - აღნიშნა პრემიერმა.