"ძალიან მძიმე კადრები
ვიხილეთ. არ მეგულება საღად
მოაზროვნე ადამიანი,
რომელსაც შეიძლებოდა ეს
მოსწონებოდა და კრიტიკული
დამოკიდებულება არ
ჰქონოდა ამ ყველაფრის
მიმართ." - ამ განცხადებით,
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, გიორგი
კახიანი, "ტვ პირველის"
გადამღებ ჯგუფზე
განხორციელებულ
თავდასხმას
ეხმაურება.განცხადება მან
"დღის კურიერის" ეთერში
გააკეთა და თქვა, რომ
მსგავსი ქმედებები თუკი
ვინმეს ინტერესში
შეიძლებოდა რომ არ
ყოფილიყო, ეს არის
ხელისუფლება.გიორგი
კახიანი იმედს გამოთქვამს,
რომ მალე გამოვლინდება
კონკრეტული პირები, ვინც
ამაში იღებდნენ
მონაწილეობას და
შესაბამისი
პასუხისმგებლობაც დადგება
მათ მიმართ."რა თქმა უნდა, ეს
არის დაუშვებელი, ის რაც
ჩვენ ვნახეთ და
აუცილებელია, რომ ნათელი
მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა
ამ შემთხვევაში და ვისი
მხრიდან განხორციელდა
ასეთი ძალადობა. მე
მოვისმინე სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის
მხრიდან გაკეთებული
განცხადება. მოგეხსენებათ,
რომ სპეციალური
საგამოძიებო სამსახური
იძიებს კონკრეტულად ამ
საკითხს. მე მოვისმინე ის
პროცესუალური
მოქმედებები, რომლებიც
განხორციელდა ამასთან
დაკავშირებით, იმისათვის
რომ გამოვლინდნენ ის
პირები, ვინც ძალიან მძიმე
დანაშაული ჩაიდინეს და
ყველაფერი ეს მაძლევს იმის
საფუძველს, ვივარაუდო, რომ
იმდენად დიდ მასშტაბებზე
იყო განხორციელებულ
შესაბამისი პროცესუალური
მოქმედებები, რომ იმედი
მაქვს, ძალიან მალე
გამოვლინდება კონკრეტული
პირები, ვინც ამაში
იღებდნენ მონაწილეობას.
ბუნებრივია, შესაბამისი
პასუხისმგებლობაც დადგება
მათ მიმართ.ასეთი
შემთხვევები როდესაც
ხდება, ყოველთვის არის
მცდელობები პოლიტიკური
ჯგუფების მხრიდან, რომ ეს
თემები თავიანთი
პოლიტიკური
დივიდენდებისთვის
გამოიყენონ, ხელისუფლების
დასაზიანებლად და ა.შ.
მაგრამ როგორც წესი, მარტივ
ლოგიკაზეა ყველაფერი
აგებული. ეს შემთხვევა,
თუკი ვინმეს ინტერესში
შეიძლებოდა რომ არ
ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს
არის ხელისუფლება და
სრულიად წარმოუდგენელია
იმ ადამიანების მცდელობა,
რომ ცდილობენ, ამის უკან
ხელისუფლების ხელი
დაინახონ. ეს არის სრული
აბსურდი. თუკი ვინმეს
შეიძლებოდა ეს არ
მოსწონებოდა, პირველ რიგში,
ეს არის ხელისუფლება.
ხელისუფლების ინტერესშივე
არის, რომ ეს საკითხი დროზე
იქნეს გამოძიებული და
შესაბამისი პირები
მიეცნენ შესაბამის
პასუხისმგებლობაში," -
ამბობს გიორგი კახიანი.