უმრავლესობის დეპუტატის,
გურამ მაჭარაშვილის
განცხადებით, სააკაშვილი
თავის პარტიას და
ამომრჩეველსაც კი
დაავიწყდა და მისი
განცხადებების შეფასება
ზედმეტი იქნება.მისი თქმით,
სააკაშვილი თავის
სამყაროში ცხოვრობს, სადაც
პრეზიდენტიც თვითონ არის
და ფარაონიც."არ მგონია
სააკაშვილის განცხადებები
რაიმე კომენტარს
საჭიროებდეს, ადამიანი
თავის სამყაროშია, სადაც
თვითონ არის პრეზიდენტიც
და ფარაონიც. თავისი
ამომრჩევლებიც კი არ
კითხულობენ მაგის
განცხადებებს და ზედმეტი
იქნება კომენტარები
გავაკეთოთ იმ ადამიანზე,
რომელიც თავად
"კოლექტიურმა
ნაცმოძრაობამაც" კი
დაივიწყა", - გურამ
მაჭარაშვილი.ცნობისთვის,
ექსპრეზიდენტმა დღეს
განცხადება გამოაქვეყნა
და აღნიშნა, რომ "ხალხმა
აქციებზე ზუსტად უნდა
იცოდეს რომ პარტიები
მუშაობენ".