ამსტერდამში არხების გასწვრივ ცხოველებისთვის მინი კიბეებს დაამონტაჟებენ

News.ge 19 საათი წინ 21
ამსტერდამში არხების გასწვრივ ცხოველებისთვის მინი კიბეებს დაამონტაჟებენ

ამსტერდამში არხების გასწვრივ ხის მინი სამაშველო კიბეები დამონტაჟდება. ისინი არხში ჩავარდნილ ცხოველებს ნაპირზე გამოსვლაში დაეხმარებიან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქალაქის მერიამ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Dierenambulance-ს სთხოვა, ამსტერდამის არხებში იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც კატები და სხვა ცხოველები, სავარაუდოდ, წყლიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ. სულ დაახლოებით 300 კიბე დამონტაჟდება.

სრულად წაიკითხეთ სტატია