„ჩვენთან ადამიანები
უამრავ არასაჭირო წამალს
იღებენ - ამას გამართლება
არ აქვს, დანაშაულია,“ - ამის
შესახებ ინფექციონისტი
მაია ბუწაშვილი
„ფეისბუქის“ პირად
გვერდზე წერს.მის პოსტს
უცვლელად
გთავაზობთ:„არაერთხელ
დამიწერია იმაზე, რომ
ჩვენთან ადამიანები
უამრავ არასაჭირო წამალს
იღებენ. ამის ბევრი მიზეზი
არსებობს და ერთ-ერთი
მათგანია ის, რომ აფთიაქში
შესული ადამიანი,
მაგალითად, ანტიბიოტიკს თუ
ყიდულობს, ფარმაცევტი იქვე
ურჩევს, რომ სჭირდება ასევე
“კუჭის დამცავი” და იქვე
პრობიოტიკსაც
შესთავაზებს. თან
რეკომენდაციას მიაყოლებს,
რომ “ანტიბიოტიკთან ერთად
საჭიროა”. ამას არავითარი
გამართლება არ გააჩნია და
ჩემი აზრით, დანაშაულია,“-
წერს ბუწაშვილი.