ამაზრზენია, როდესაც
ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე
ძალადობენ, ძალადობენ
ადამიანზე და ამ
ყველაფერში ბრუტალურ
მეთოდებს იყენებენ, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ წევრმა არჩილ
გორდულაძემ.მისი თქმით,
მმართველი გუნდი
ნებისმიერ ძალადობას
კატეგორიულად
ემიჯნება.„ამავდროულად, არ
უნდა დავკარგოთ არასდროს
ობიექტურობა, ყველანაირი
ძალადობა ყოველთვის
დაგმობილი უნდა იყოს. ჩვენ
ვიცით, რომ მიმდებარე
ტერიტორიაზე ნიღბიანების
მხრიდან 2 ადამიანი
სასტიკად იყო ნაცემი და
დიდი ალბათობით ისინი,
ყველა მომიტინგეები
იყვნენ. ამის შესახებ
არავის გაუპროტესტებია,
არავის დაუგმია, რაც
კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენი გუნდის მხრიდან
ყოველთვის არის
გაცხადებული პოზიცია, რომ
ნებისმიერ ძალადობას
კატეგორიულად ვემიჯნებით
და ყოველთვის მოვითხოვთ,
რომ ასეთი ფაქტები
გამოძიებული იყოს“, -
აცხადებს გორდულაძე.