ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე მოქალაქეებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე მოქალაქეებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ
თავისუფლების მოედნის გარდა, თბილისში მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ორბელიანის მოედანია. სამხედრო კომპონენტთან ერთად, დღევანდელი დღე დატვირთული იქნება არაერთი საზეიმო ღონისძიებით.ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე მოქალაქეებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ. გაიმართება კონცერტები, მასტერკლასები, სპორტული შეჯიბრებები. მოწყობილია გასართობი, შემეცნებითი და სპორტული სტენდები. კინოთეატრები. საგამოფენო ზონები.ყველა იმ ქალაქში, სადაც ღონისძიებები ეწყობა, ზუსტად 17:10 საათზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ერთდროულად შესრულდება საქართველოს ჰიმნი.26 მაისის ღონისძიებების კულტურის სამინისტროს ჯგუფის წარმომადგენლის, სალომე ხურცილავას განცხადებით, ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი არის სხვადასხვა თემატიკის სივრცეები." დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება ალექსანდრე ბაღსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც უკვე მოწყობილი არის სხვადასხვა თემატიკის სივრცეები. ალექსანდრეს ბაღი და ათონელის ქუჩა დაეთმობა საბავშვო სივრცეებს, როგორიც არის საბავშვო კინოთეატრი, სადაც მთელი დღის ამასობაში, ნაჩვენები იქნება ქართული ანიმაციური ფილმები. ათონელის ქუჩაზე მოწყობილი არის სცენა, სადაც 12 საათიდან დაიწყება საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი, ასევე , ამავე ტერიტორიაზე, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის საბავშვო აქტივობები ", - განაცხადა სალომე ხურცილავამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია