თბილისში მყოფი
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის
თანამომხსენებლები
ოპოზიციას დილიდან
ხვდებიან. მმართველი
გუნდის ოპონენტების
განმარტებით, კლოდ კერნსა
და ედიტ ესტრელას იმ
დარღვევებზე მიაწოდებენ
ინფორმაციას, რომლის გამოც
ახალი არჩევნების
დანიშვნას
ითხოვენ.მონიტორინგის
ჯგუფი საქართველოში
ოფიციალურად იმ
ვალდებულებების
შესრულების შესამოწმებლად
ჩამოვიდა, რომელიც
ქვეყანას ევროსაბჭოს
წინაშე აქვს აღებული,
თუმცა, ქვეყანაში შექმნილი
ვითარების გამო,
შეხვედრებისას საუბარი
სხვა მნიშვნელოვან
თემებსაც ეხება."კოალიცია
ცვლილებისთვის - გვარამია,
მელია, გირჩი, დროას"
ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ
ჯაფარიძის განცხადებით,
მონიტორინგის ჯგუფის
წარმომადგენლები
დაინტერესებულნი არიან
არჩევნების შემდგომი
სიტუაციით და იმით, თუ
როგორ გაგრძელდება
პროტესტი."საუბარი იყო და
აინტერესებდათ არჩევნების
შემდგომ სიტუაცია. საუბარი
არ ყოფილა არჩევნებთან
დაკავშირებით ან წინა
საარჩევნო პერიოდზე,
მაგასთან დაკავშირებით
კითხვები არ აქვთ.
აინტერესებთ პროტესტი
როგორ გაგრძელდება. ჩვენ
ავუხსენით, რომ ეს პროტესტი
გაგრძელდება მანამ, სანამ
ეს ხალხი არ გაიმარჯვებს.
აინტერესებდათ, საბოლოო
ჯამში, რა შეიძლება იყოს
გამოსავალი. ჩვენ
ავუხსენით, რომ აქ მხოლოდ
და მხოლოდ ორი პუნქტია, ეს
არის პოლიტიკური
პატიმრების გათავისუფლება
და ახალი არჩევნების
ჩატარება, ახალი წესებით და
ახალი ადმინისტრაციით", -
განაცხადა ზურა
ჯაფარიძემ."ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარის,
თინა ბოკუჩავას
განცხადებით, დელეგაცია
საქართველოში იმისთვის
ჩამოვიდა, რომ შეაგროვოს
ადამიანთა უფლებების
დარღვევის
მტკიცებულებები."ევროსაბჭოს
თანამომხსენებლებმა ჯერ
კიდევ საქართველოში
ჩამოსვლამდე განაცხადეს,
რომ მათი ვიზიტი არ
ემსახურება დე ფაქტო
ხელისუფლების
ლეგიტიმაციას. დელეგაცია
აქ იმისთვის არის, რომ
შეაგროვოს ადამიანთა
უფლებების დარღვევის
მტკიცებულებები, რომელსაც
ყოველდღიურად ვხედავთ. ამ
მიზნით, ისინი აპირებენ
შეხვდნენ დაკავებულებსაც",
- განაცხადა თინა
ბოკუჩავამ.დღესვე,
მონიტორინგის ჯგუფის
წევრები, პრემიერ-მინისტრს
შეხვდებიან. ისინი უკვე
გაესაუბრნენ პარლამენტის
თავმჯდომარეს და
უმრავლესობის წევრებს.
"ქართული ოცნების“ წევრები
აცხადებენ, რომ სტუმრებს
ობიექტური სურათის ნახვის
შესაძლებლობა აქვთ -
იმედოვნებენ, რომ
დასკვნაც შესაბამისი
იქნება.ევროპელი
კანონმდებლები
საქართველოში უკვე მესამე
დღეა იმყოფებიან