ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ინფორმაცია მძღოლებისთვის

Primetime.ge 4 საათი წინ 11
ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ინფორმაცია მძღოლებისთვის
10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მარტიდან 10 აპრილამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია