"აგრძელებენ ბინძურ კამპანიას" - კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე

Primetime.ge 2 თვის წინ 23
"აგრძელებენ ბინძურ კამპანიას" - კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე
თბილისის მერი, კახა კალაძე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ქუჩებში ახალი საარჩევნო ბანერების გამოკვრას ეხმაურება. კახა კალაძე ამბობს, რომ ეს ადამიანები ბინძურ კამპანიას აგრძელებენ და საზოგადოება ამ ყველაფერს 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს."ეს მათი კამპანიის ნაწილია, ეს ადამიანები აგრძელებენ ამ ბინძურ კამპანიას. სხვადასხვა ფორმით გამოიხატება ეს. სხვათა შორის, ყველა არჩევნებზე ასე იყო მათ მხრიდან. საზოგადოება ყველაფერს გასცემს 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს," - აცხადებს კახა კალაძე."ნაციონალურმა მოძრაობამ" ნეგატიური კამპანია დაიწყო - პარტიამ ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა. "მოიშორე ოცნება", "მოიშორე ბიძინა" - ვკითხულობთ ბანერებზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია