„გააპროტესტეთ, არ
იძალადოთ, არ ისროლოთ, არ
დაგარტყან... თუკი ცალ
მხარეს მოხდება ძალადობა
არ მგონია დღეს, ჩვენ
ადამიანები ვიყოთ იმ
ზღვარს ქვემოთ სინდისში,
რომ ეს არ დავინახოთ და არ
დავგმოთ, არ გავემიჯნოთ
ძალადობას - ამის შესახებ
მსახიობმა, ანრი
ბიბინეიშვილმა გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
განაცხადა. „7 ნოემბერს რომ
ადარებთ დღევანდელ აქციას,
7 ნოემბერს არავინ არაფერს
ესროდა და 7 ნოემბერს
მჯდომარე აქცია დაშალეს,
უკაცრავად და ხელისუფლება,
რომელიც ძალადობას გმობს
მათგან განსხვავებით, იქ
მაშინდელი ხელისუფლება
სისხლის ამოხდით და
დალევით გვემუქრებოდა...“ -
განაცხადა ანრი
ბიბინეიშვილმა.