აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ
ტრამპმა მიმდინარე წლის
ზაფხულში ტაივანისთვის 400
მილიონი დოლარის ოდენობის
სამხედრო დახმარების
გამოყოფა დაბლოკა, რადგან
ჩინეთის პრეზიდენტთან სი
ძინპინთან ურთიერთობების
დალაგებას ცდილობს.
ინფორმაციას The Washington Post-ი ხუთ
წყაროზე დაყრდნობით
ავრცელებს.გამოცემის
ცნობით, ტრამპს ჩინეთის
ლიდერთან სავაჭრო
შეთანხმებაზე
მოლაპარაკება და აშშ -
ჩინეთის სამიტის გამართვა
სურს.წყაროების ცნობით,
ტრამპის ასეთი
გადაწყვეტილება
თვითმმართველ კუნძულთან
დაკავშირებით აშშ-ის
პოლიტიკის შეცვლაზე
მიუთითებს, რადგან ჩინეთი
ტაივანს თავის განუყოფელ
ნაწილად
მიიჩნევს.გამოცემა წერს,
რომ ტრამპის მიერ დაბლოკილ
სამხედრო დახმარების
პაკეტში სხვადასხვა სახის
ჭურვები, ტყვია-წამალი და
ავტონომიური უპილოტო
საფრენი აპარატები
შედიოდა.თეთრ სახლში
აცხადებენ, რომ
ტაივანისთვის სამხედრო
პაკეტის გადაცემის
საკითხი საბოლოოდ
გადაწყვეტილი ჯერ არ არის,
ხოლო ვაშინგტონში მდებარე
ტაივანის არაოფიციალური
საელჩო საკითხის
კომენტირებისგან თავს
იკავებს.