National Geographic Traveler- როგორ დავგეგმოთ იდეალური კულინარიული უქმეები თბილისში

Primetime.ge 5 საათი წინ 10
National Geographic Traveler- როგორ დავგეგმოთ იდეალური კულინარიული უქმეები თბილისში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, National Geographic Traveler-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა. კამპანია როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ გამოცემას მოიცავს და დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.„სტატიის ავტორი ემილი ლაში National Geographic-ის მკითხველს დეტალურად მოუთხრობს თბილისის შესახებ, აცნობს საქართველოს დედაქალაქს, როგორც განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვე კულტურა ერთმანეთთანაა შერწყმული.„ქართული სამზარეულო ქართული კულტურის ნამდვილი გულია, სადაც სუფრის რიტუალი და ღვინის დაყენების 8,000 წლიანი ისტორია მჭიდროდ გადაჯაჭვულია საქართველოს კულტურასთან. ქართული სამზარეულოს ფორმების ჩამოყალიბებაში ვაჭრობამ და ტრადიციებმა გავლენა მოახდინა. თბილისში აღმოაჩენთ თანამედროვე შენობებს, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას, ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის დამახასიათებელ ეზოებსა და სპარსული სტილის აბანოებს, ამ ყველაფრის ზეგავლენა კი იგრძნობა მრავალფეროვანი კერძების ზომებში, ასევე ქვევრში დამზადებულ უნიკალურ ღვინოში“-წერს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.ემილი ლაში აღწერს თბილისის კულინარიულ მრავალფეროვნებას, მკითხველს ურჩევს მოინახულოს ადგილობრივი ბაზრები და გასინჯოს კერძები.„ადგილობრივები გვთავაზობენ მთის თაფლს, სვანურ მარილს, სანელებლების უნიკალურ ნაზავს, ასევე მწვანილებს, რაც ქართული კერძების გემოს განსაკუთრებულს ხდის“, - ამბობს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.ემილი ლაში მკითხველს თბილისთან ერთად კახეთის მარნების მონახულებას ურჩევს.„სადღეგრძელოები, ქართული სიმღერები და სუფრის ტრადიციული ელემენტები - სწორედ აქ იგრძნობა ქართული სტუმართმოყვარეობის სული, რომელიც ქვევრში დაყენებულ ღვინოზეა დაფუძნებული“.National Geographic Traveler-ის სტატია მკითხველს სთავაზობს 2 დღიან დეტალურ გეგმას, როგორ დააგემოვნოს ქართული კერძები, გაეცნოს ქართულ კულტურასა და ბუნებას, როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქის გარშემო. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს უნიკალურობა, ტურისტული დანიშნულება, რომელიც აერთიანებს კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია