აჭარის მთავრობის ყოფილი
თავმჯდომარის, თორნიკე
რიჟვაძის ჯანმრთელობის
მდგომარეობა გაუმჯობესდა, -
ამის შესახებ
ჟურნალისტებს პირველი
საუნივერსიტეტო კლინიკის
დირექტორმა, ლევან
რატიანმა
განუცხადა.„პაციენტის
ზოგადი მდგომარეობა არის
დადებითი დინამიკით,
კლინიკა გაუმჯობესებულია,
ტრამვულ-გემორაგიული
შოკის კლინიკა აღარ
არსებობს. ფილტვის
ხელოვნური ვენტილაციის
რეჟიმები გამარტივებულია.
ნევროლოგიური სტატუსის
მხრივ - კონტაქტურია,
ადეკვატურია, ასრულებს
მარტივ დავალებებს,
გრძელდება დაგეგმილი
მკურნალობა, პროტოკოლის
გათვალისწინებით“, -
განაცხადა ლევან
რატიანმა.ცნობისთვის,
თორნიკე რიჟვაძე
საგარეჯოს „ჯეო
ჰოსპიტალსში“
ცეცხლნასროლი ჭრილობით
გუშინ შეიყვანეს. შემდეგ
რიჟვაძე პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში
გადაიყვანეს. თორნიკე
რიჟვაძის საქმეზე
გამოძიება საქართველოს
სსკ-ის 115-ე მუხლით არის
დაწყებული, რაც
თვითმკვლელობამდე
მიყვანას
გულისხმობს.ამასთან,
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
ბრალდებულის სახით
დაკავებულია საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს
უფროსი ალექსი ახვლედიანი.
ახვლედიანი საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 238-ე მუხლით არის
დაკავებული, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის
დაუდევრად შენახვას
გულისხმობს.