თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში
საერთაშორისო კონფერენცია
„ალბათობის თეორიასა და
სტატისტიკაში“ გაიხსნა,
რომელიც გამოჩენილი
ქართველი მათემატიკოსისა
და პედაგოგის, პროფესორ
ესტატე ხმალაძის
დაბადების 80 წლისთავს
ეძღვნება.კონფერენციაში
მონაწილე მსოფლიოს 30-ზე
მეტი ქვეყნის 50-ზე მეტი
წარმომადგენელი
მონაწილეობს. მათ შორის:
იაპონიის, ამერიკის,
საფრანგეთის, ბელგიის,
კანადის, შვეიცარიის,
ავსტრალიის,
ნიდერლანდების, ინდოეთის,
დიდი ბრიტანეთის და სხვა
ქვეყნის
უნივერსიტეტებიდან.
ხუთდღიან კონფერენციასა
და ვორქშოპებზე
მეცნიერები მსჯელობენ
ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა: პარამეტრული და
არაპარამეტრული
სტატისტიკა;
ალბათურ-სტატისტიკური
ამოცანები მაღალ
განზომილებიან
სივრცეებში; ემპირიული
პროცესები; სტოქასტური
მოდელები ფინანსურ და
აქტუარულ მათემატიკაში;
სტატისტიკური მეთოდები
ასტროფიზიკაში,
გეომეტრიისა და
სტატისტიკის
ურთიერთკავშირი და
სხვა.ღონისძიების
მონაწილეებს თსუ
სამეცნიერო კვლევებისა და
განვითარების
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი გიორგი
ღვედაშვილი
მიესალმა.გამოჩენილი
ქართველი მათემატიკოსი და
პედაგოგი, ესტატე ხმალაძე
საქართველოს სტატისტიკური
ასოციაციის დამფუძნებელი,
საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის უცხოელი წევრი,
ახალი ზელანდიის სამეფო
აკადემიის წევრი, ახალი
ზელანდიის ველინგტონის
ვიქტორიას უნივერსიტეტის
პროფესორია.კონფერენციის
ორგანიზატორები არიან: თსუ
ზუსტ და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის
მათემატიკის
დეპარტამენტის, თსუ
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტი, თსუ ა. რაზმაძის
მათემატიკის ინსტიტუტი,
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ნ.
მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის
ინსტიტუტი, ელ. ჭავჭანიძის
სახელობის კიბერნეტიკის
ინსტიტუტი, საქართველოს
სტატისტიკური ასოციაცია,
ქართულ-ამერიკული
უნივერსიტეტი.ინფორმაციას
თსუ ავრცელებს.