საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) 16 მაისს ბრიუსელში გამართულ ფორუმზე, რომელსაც დაახლოებით 60 ქვეყნის 80 პარტია ესწრებოდა, რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლას, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებს და რუსეთთან დაახლოებას. რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ კოორდინირებული საერთაშორისო სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. IDU ასევე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი“ დანიშნოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მიერ წარდგენილი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს IDU-ს სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი სამართლიანი ბრძოლის მიმართ დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ის გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „გადახრას რუსული ორბიტისკენ“ და „ყველა რეპრესიული კანონმდებლობის შეჩერებას“ მოითხოვს.
IDU მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა“ და შეწყვიტოს „ტერორის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს პასუხისგებაში მისცენ „სისასტიკის ჩამდენი პირები“, რომლებიც მომიტინგეების ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიძიოს ყველა იმ თანამდებობის პირისა და პოლიციელის ქმედებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმებზე.
რეზოლუციის უშუალო სამიზნე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. დოკუმენტი მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან „ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე“. ის ასევე მოითხოვს კოორდინირებული სანქციების დაწესებას ივანიშვილის, მისი ოჯახის, კომპანიებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, მათ შორის მისი ყველა აქტივის გაყინვას.
IDU ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გათიშოს ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT-ისა და Visa/Mastercard-ის სისტემებიდან და დააწესოს სექტორული სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნესებზე, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სექტორებში მოღვაწე ბიზნესებზე.
IDU-ს წევრები არიან ევროპის სახალხო პარტია (EPP) და ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR).
ასევე წაიკითხეთ:
- 16/05/2025 – სსო-ების ანგარიში 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისს ავლენს
- 15/04/2025 – განახლება: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ქართველ ოფიციალურ პირებს დამატებით სანქციებს უწესებენ
- 10/04/2025 – PACE საქართველოში დემოკრატიის სწრაფ უკუსვლას გმობს და სადავო კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს
- 10/04/2025 – გაერთიანებულმა სამეფომ გენერალურ პროკურორსა და კიდევ სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
- 09/04/2025 – ზურაბიშვილი: „ჩვენ ვუყურებთ, როგორ ინგრევა ჩვენი დემოკრატია ჩვენს თვალწინ“
- 24/03/2025 – გერმანია „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დამატებით აკრძალვებს აწესებს
- 01/05/2025 – ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს