Financial Times: ტრამპმა ევროკავშირს ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდა

Primetime.ge 4 საათი წინ 9
Financial Times: ტრამპმა ევროკავშირს ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდა
 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდა.ამ მოთხოვნით, ტრამპი ცდილობს, ევროკავშირთან ერთად გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან უკრაინაში ომი შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა ეს მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ვაშინგტონში აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების შეხვედრას შეუერთდა, სადაც მხარეები უკრაინაში ომის გამო მოსკოვისთვის ეკონომიკური ზარალის გაზრდის გზებს განიხილავდნენ.„ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ, მზად ვართ ვიმოქმედოთ ახლავე, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია