გავლენიანი ბრიტანული
გამოცემა Financial Times დიდი
ბრიტანეთიდან
საქართველოში ახალი
ავიარეისების დანიშვნის
შესახებ წერს.გამოცემის
ინფორმაციით, წელს
ლონდონიდან თბილისის
მიმართულებით ფრენებს easyJet
და British Airways
იწყებენ.„აპრილიდან
თბილისის მიმართულებით easyJet
იფრენს, აქამდე
აღმოსავლეთით ყველაზე შორ
დისტანციაზე easyJet ლოდნოის
ლუთონის აეროპორტიდან
ჟენევამდე და მილანამდე
დაფრინავდა. ამასობაში British
Airways-იც განაახლებს ფრენებს
ლონდონის ჰიდროუს
აეროპორტიდან თბილისის
მიმართულებით. ბოლო ფრენა
ავიაკომპანიამ
თბილისისკენ 2013 წელს
შეასრულა. ამ დრომდე დიდ
ბრიტანეთსა და
საქართველოს შორის
პირდაპირი საჰაერო
მიმოსვლა არ არის“, - წერს
Financial Times.სტატიის ავტორი
მკითხველს საქართველოს
ტურისტულად საინტერესო
ადგილების მონახულებას
ურჩევს.„საქართველოში
მოგზაურობისას შეგიძლიათ
გაეცნოთ ამ ქვეყნის
მომხიბლავ დედაქალაქს,
ასევე სამთო რეგიონებს,
შეგიძლიათ ეწვიოთ
ყაზბეგსა და სვანეთს“,-წერს
Financial Times.ინფორმაციას
საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
ავრცელებს.