
ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში „ქართუ ბანკის” SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვას ითხოვს.
კერძოდ, დოკუმენტის ტექსტში გაჟღერებულია მოწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მიმართ, რომ კოორდინირებულად შემოიღონ პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ახლო წრის წინააღმდეგ, ასევე, გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ამასთან, EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვის მიზნით და ასევე დააწესოს სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მას.
ამასთან, დოკუმენტში EPP გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ და წუხს იმის გამო, რომ „ქართული ოცნებამ” ვერ გამოიყენა საქართველოსთვის მინიჭებული ისტორიული შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის. პარალელურად, ისინი გმობენ „ქართული ოცნების“ მოქმედებებს, მის ავტორიტარიზმში კიდევ უფრო ღრმად გადაშვებას და რუსეთის ორბიტისკენ მიახლოებას. ასევე, მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.