რუსეთის მიერ უკრაინის
ქალაქ უგლედარის აღება
მოწმობს, რომ კიევი
სერიოზული გამოწვევების
წინაშე დგას. ინფორმაციას
CNN-ი ავრცელებს.ანალიტიკურ
სტატიაში ნათქვამია, რომ
უკრაინელებისთვის
უგლედარის დაკარგვა
განსაკუთრებით მტკივნეული
ფაქტია იმ ფონზე, რომ
ვაშინგტონში ვიზიტისას,
უკრაინის პრეზიდენტმა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
მიზანს ვერ მიაღწია და
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო
ბაიდენი ვერ დაითანხმა, რომ
უკრაინისთვის რუსეთის
ტერიტორიაზე დასავლური
იარაღის გამოყენების
ნებართვა მიეცა.CNN-ის
ცნობით, უგლედარი უკრაინამ
მტრის ტექნიკური და
რაოდენობრივი
უპირატესობის გამო
დაკარგა. უგლედარი, რომელიც
ქვანახშირის მაღაროს
გარშემო გაშენებული
ქალაქია, პოკროვსკიდან 50
კილომეტრში სამხრეთით
მდებარეობს. აღსანიშნავია,
რომ რამდენიმე თვის წინ ის
რუსების მთავარ სამიზნეს
წარმოადგენდა.