ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის
მარკეტინგული კამპანიის
ფარგლებში ავიაკომპანია
British Airways-ის ციფრული ჟურნალი
High Life საქართველოს გასტრო
ტურისტული მიმართულების
შესახებ სტატიას
აქვეყნებს. „ქართული
სამზარეულოს 6 მიმზიდველი
კერძი“ ამ სათაურით
გამოცემის მწერალი რებეკა
ნეილორი აღწერს თუ რატომ
უნდა იმოგზაურონ
საქართველოში.„თოვლით
დაფარული მწვერვალები,
ციხე-კოშკები, შავი ზღვის
სანაპიროები.
საქართველოში წასასვლელად
უთვალავი მიზეზი არსებობს.
დაუვიწყარი კერძები,
რომელთა ინსპირაცია
აღმოსავლეთმა და
დასავლეთმა მოახდინა, ანუ
ყველაფერზე, რაზეც
ოცნებობდით თქვენი
მომავალი
მოგზაურობისთვის“,-წერს
რებეკა ნეილორი.British Airways-ის
ციფრული ჟურნალის მწერალი
დეტალურად აღწერს თუ რა
ინგრედიენტებით მზადდება
შემდეგი ქართული კერძები:
ხაჭაპური, ხინკალი,
ნიგვზით, ხახვით, ხმელი
სუნელებით შეკმაზული
ლობიო, ფხალი, ხარჩო და
ჩურჩხელა.გაერთიანებული
სამეფოს ფლაგმანი
ავიაკომპანია British Airways
საქართველოში ფრენებს 30
მარტიდან
იწყებს.ლონდონი-თბილისი-ლონდონის
მიმართულებით პირდაპირი
რეგულარული ავიარეისები
კვირაში 4 სიხშირით
შესრულდება.https://bahighlife.com/experiences/georgian-cuisine-in-six-swoon-worthy-dishes