აშშ-ის კონგრესის
წარმომადგენელთა პალატის
სპიკერმა მაიკ ჯონსონმა
დაზვერვის საკითხებში
მუდმივმოქმედი კომიტეტის
თავმჯდომარედ რიკ
კროუფორდი დანიშნა,
რომელიც უკრაინის
დახმარების კრიტიკით
გამოირჩევა. ინფორმაციას
Bloomberg-ი ავრცელებს.როგორც
სააგენტო აღნიშნავს,
ჯონსჯონს ერთ დღეზე
ნაკლები დრო დასჭირდა, რათა
ამ თანამდებობიდან გუშინ
გადაყენებული მაიკ
ტერნერის შემცვლელი
ეპოვა.კროუფორდს ადრე
უთქვამს, რომ ის უკრაინის
სამხედრო დახმარებას
მხარს უჭერს, მაგრამ
წინააღმდეგია, რომ
ამერიკელების
გადასახადების
გადამხდელთა ფულები
ჩინოვნიკების ხელფასებზე
ან ფერმერების
მხარდაჭერაზე
იხარჯებოდეს.გასული წლის
აპრილში მან წინააღმდეგ
მისცა ხმა უკრაინისა და
მოკავშირეებისთვის 60,8
მილიარდი დოლარის
გამოყოფას, სადაც 9
მილიარდი დოლარი
ეკონომიკური დახმარება
იყო.