გერმანიის კანცლერი ოლაფ
შოლცი საკუთარ
„სოციალ-დემოკრატიულ
პარტიაში“ პოპულარობას
კარგავს. ინფორმაციას
გერმანული გამოცემა Bild-ი
ავრცელებს.გამოცემის
თანახმად, რომელიც Forsa-ს
ინსტიტუტის გამოკითხვას
ეყრდნობა, შოლცს
პოპულარობით გერმანიის
თავდაცვის მინისტრი ბორის
პისტორიუსი
უსწრებს.შეკითხვაზე, თუ ვის
ისურვებდით
„სოციალ-დემოკრატიული
პარტიიდან“ კანცლერის
თანამდებობაზე, მხოლოდ 13%
ასახელებს შოლცს, მაშინ
როცა პისტორიუსს
გამოკითხულთა 57% უჭერს
მხარს.საკუთრივ პარტიის
მომხრეებში ჩატარებულმა
გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ
შოლცს 30% უჭერს მხარს, ხოლო
პისტორიუსს - 58%.პისტორიუსი
პოპულარობით პარტია
„ქრისტიან-დემოკრატიული
კავშირის“ კანცლერის
პოსტზე სავარაუდო
კანდიდატს ფრიდრიხ
მერცსაც უსწრებს.
გამოკითხულთა 39%
პისტორიუსს უჭერს მხარს,
ხოლო მერცს - 25%.ცნობისთვის,
გერმანიაში 2025 წლის 23
თებერვალს ვადამდელი
საპარლამენტო არჩევნები 2025
წლის 23 თებერვალს
გაიმართება. მანამდე, 16
დეკემბერს ბუნდესტაგში
მთავრობის ნდობის
საკითხზე კენჭისყრა
გაიმართება.გერმანიის
მთავრობაში კრიზისი მას
შემდეგ დაიწყო, რაც 6
ნოემბერს გერმანიის
კანცლერმა გადაწყვიტა,
თანამდებობიდან
გაეთავისუფლებინა
ფინანსთა მინისტრი,
„თავისუფალი
დემოკრატების“ წევრი
ქრისტიან ლინდნერი. ამის
გამო მმართველი კოალიცია,
რომელშიც
„სოციალ-დემოკრატები“,
„მწვანეები“ და
„თავისუფალი დემოკრატები“
შედიოდნენ, ფაქტობრივად,
დაიშალა.