მართლაც საამაყოა, რომ 249
ახალგაზრდა, კონკრეტული
მიზნებისა და ამოცანების
დასახვით, თავიანთი
შესაძლებლობების
წარმოჩენით, ცოდნის
გაღრმავებას ამერიკის
შეერთებული შტატების,
ბრიტანეთის, ევროკავშირის,
ჩინეთის, არაბთა
გაერთიანებული
საამიროების, ეგვიპტისა და
სხვა სახელმწიფოების
წამყვან უნივერსიტეტებში
გააგრძელებს.სახელმწიფოს
მხრიდან მომავალ თაობაში,
მათ განათლებაში ჩადებული
ინვესტიცია აუცილებლად
სიკეთითა და ქვეყნის
წინსვლით დაუბრუნდება
ჩვენს საზოგადოებას”, -
აღნიშნა საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრმა გივი მიქანაძემ
2025-2026 სასწავლო წლის
სტიპენდიატთა მიღებაზე
სიტყვით გამოსვლისას.გივი
მიქანაძემ სტიპენდიატებს
მიღწეული წარმატება
მიულოცა და საუკეთესო
შედეგების მქონე სტუდენტს,
რომელიც ყოველთვიურად
დამატებით მიიღებს
მინისტრის სახელობით
სტიპენდიას, შესაბამისი
სერტიფიკატი
გადასცა.სტიპენდიატთა
მიღებაზე დამსწრე
საზოგადოების წინაშე
სიტყვით ასევე წარდგნენ
სსიპ განათლების
საერთაშორისო ცენტრის
დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი,
პარტნიორი ქვეყნების
ელჩები და საელჩოების
წარმომადგენლები.აღსანიშნავია,
რომ საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის ყოველთვიური
სახელობითი სტიპენდია 300
ევროს ოდენობით გადაეცა
განათლების საერთაშორისო
ცენტრის 2025-2026 წლის
საერთაშორისო სამაგისტრო
პროგრამების საუკეთესო
შედეგის მქონე
სტიპენდიატს ვალერი
არავიაშვილს, რომელიც
სწავლას დიდ ბრიტანეთში,
King’s College London-ში,
ფსიქოთერაპიის სამაგისტრო
პროგრამაზე
გააგრძელებს.2025-2026 სასწავლო
წლისთვის განათლების
საერთაშორისო ცენტრმა
საზღვარგარეთ სწავლა
დაუფინანსა 249 ახალგაზრდას,
რომლებიც მსოფლიოს
წამყვან უნივერსიტეტებში
გააგრძელებენ ცოდნის
მიღებას.დაფინანსება
გაიცა სხვადასხვა
საერთაშორისო პროგრამის
ფარგლებში: საერთაშორისო
სამაგისტრო პროგრამები,
საერთაშორისო სადოქტორო
პროგრამები, საერთაშორისო
სახელოვნებო აკადემიური
პროგრამები, საზღვარგარეთ
კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამა, სამაგისტრო
პროგრამები საფრანგეთში
France Excellence, ფულბრაიტის
სამაგისტრო სასტიპენდიო
პროგრამა, აკადემიური
პროგრამები იტალიაში,
აკადემიური პროგრამები
სან დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტში,
სასტიპენდიო პროგრამები
უნგრეთში Stipendium Hungaricum და სხვა.