გივი მიქანაძე: სახელმწიფოს მხრიდან მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია აუცილებლად სიკეთითა და ქვეყნის წინსვლით დაუბრუნდება ჩვენს საზოგადოებას

Primetime.ge 1 საათი წინ 2
გივი მიქანაძე: სახელმწიფოს მხრიდან მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია აუცილებლად სიკეთითა და ქვეყნის წინსვლით დაუბრუნდება ჩვენს საზოგადოებას
სახელმწიფოს მხრიდან მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია აუცილებლად სიკეთითა და ქვეყნის წინსვლით დაუბრუნდება ჩვენს საზოგადოებას, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატთა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.„მართლაც საამაყოა, რომ 249 ახალგაზრდა, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენით, ცოდნის გაღრმავებას ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.გივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა.
სრულად წაიკითხეთ სტატია