6 თვეში თბილისში ბინების გაყიდვები 0.6%-ით შემცირდა, ბათუმში 4.8%-ით გაიზარდა – Colliers Georgia

News.ge 14 საათი წინ 11
6 თვეში თბილისში ბინების გაყიდვები 0.6%-ით შემცირდა, ბათუმში 4.8%-ით გაიზარდა – Colliers Georgia

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 0.6%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმში 4.8%-ით გაიზარდა
უფრო დეტალურად, თბილისში 19,205 ბინა გაიყიდა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. თუმცა გაყიდული ბინების ღირებულება წლიურად 11%-ით 1.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს კი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის ზრდით არის განპირობებული.
Recov.ge-ზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში – 20.6%-ით, გარეუბნებში – 10.5%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-ით გაიზარდა.
“ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები დარეგისტრირდა, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა.
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა”,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია